ისევ საბა და ლესტერი

162

ინგლისური Mirror-ი საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველის, საბა კვირკველიას “ლესტერში” შესაძლო ტრანსფერზე წერს.

წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის დამატება “მელიების” მთავარი მწვრთნელის, კლოდ პიუელის სურვილია.

ფრანგ სპეციალისტს სურს, კვირკველია “ვესტ ბრომვიჩიდან” ნაყიდ ჯონ ევანსს შეუწყვილოს.

საბამ რამდენიმე დღის წინ Sportall.ge-სთან კომენტარში განაცხადა, რომ ყველაფერს ნათელი მალე მოეფინებოდა.

შეგახსენებთ, რომ “ლესტერი” 2015/16 წლების სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, 2017/18 წლებში კი მე-9 ადგილი დაიკავა.

Sportall.ge