კომენტარები მსოფლიოს გარშემო – ბრაზილიელთა ათიანის განცხადება

590

ბრაზილიის ნაკრების ლიდერი და იმედი ნეიმარი მიიჩნევს, რომ “სელესაო” მსოფლიოს ამ ჩემპიონატისთვის გაცილებით უკეთაა მომზადებული და უკეთესი გუნდი ჰყავს, ვიდრე 4 წლის წინ. ამის შესახებ ნეიმარმა “იუთუბის” არხ Desimpedidos-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ფეხბურთელი ამ ტურნირზე უკეთესს ვერასდროს ვერაფერს მოიგებს. ჩემპიონთა ლიგა ძალიან მაგარია, მაგრამ მნიშვნელობით მუნდიალთან ახლოსაც კი ვერ მივა,” – განაცხადა ნეიმარმა.

კითხვაზე, ვინ არის დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელთა იმედმა ასე უპასუხა: “ყველაზე მაღლა დღეს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი დგანან, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი მე ვარ. იმიტომ, რომ რონალდო და მესი სხვა პლანეტებიდან არიან!”

ნეიმარი: “მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სიზარმაცე დაუშვებელია. ეს ის პერიოდია, როცა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქრო!”

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას კვირას იწყებს. “სელესაო” ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიას (22:00) შეხვდება. ნეიმარი გულშემატკივრებს პირველივე მატჩში გოლს დაპირდა: “მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სიზარმაცე დაუშვებელია. ეს ის პერიოდია, როცა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქრო. ჩვენს ქომაგებს ვპირდები, რომ პირველივე თამაშში ყველაფერს გავაკეთებ გოლის გასატანად. ბრაზილიამ ამ მუნდიალზე ძალიან კარგად უნდა ითამაშოს!”

წყარო: popsport.com