კრიშტიანუ 2 წლიან ციხეს და 18.8 მილიონის გადახდას დათანხმდა

1469

კრიშტიანუ რონალდუს და ესპანეთის სახელმწიფო საადვოკატოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით, პორტუგალიელი ვარსკვლავის მიმართ დაწყებული საქმე სასამართლო საქმე დასრულდება.

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა აღიარა საგადასახადო სისტემის მიმართ ჩადენილი ოთხი ფისკალური დარღვევა, რაც ორწლიან პატიმრობას და 18.8 მილიონ ევრო ჯარიმას გულისხმობს.

ორწლიანი პატიმრობა, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა ჯარიმით ჩანაცვლდეს, რის გამოყენებასაც გეგმავს მადრიდის “რეალის” შემტევი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მომავალში რაიმე სახის კრიმინალურ ან ადმინისტრაციულ დარღვევაში მხილება გაცილებით დიდ პრობლემებს წარმოშობს რონალდუსთვის, ვიდრე ეს აქამდე იქნებოდა.

adjarasport