მესის 8

502

არგენტინის ნაკრების ლიდერმა და კაპიტანმა ლეო მესიმ ის შესაძლო 8 მოთამაშე დაასახელა, რომელთა გაბრწყინებისაც სჯერა.

“ბრაზილიას ჰყავს ნეიმარი და კოუტინიო; ესპანეთს ანდრეს ინიესტა და დავიდ სილვა; ბელგიას კევინ დე ბრუენი და ედენ აზარი; საფრანგეთს კილიან მბაპე და ანტუან გრიზმანი. რაც შეეხება გერმანიას, მათ ერთი გამორჩეული ვარსკვლავი არ ჰყავთ, მაგრამ გუნდურად საოცრად სოლიდურნი არიან. ეს ტურნირი შესანიშნავი მოთამაშეებითაა სავსე” – აცხადებს ლეო.

მესი და კომპანია პირველ შეხვედრას 16 ივნისს ისლანდიელთა წინააღმდეგ ჩაატარებენ.