MARCA: ,,იუვეს” ,,ბარსელონა” შეეცილება

428

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ, რუსეთის ნაკრებისა და ცსკა-ს ნახევარმცველის – ალექსანდრ გოლოვინის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

ესპანური “მარკას” ინფორმაციით, რუსი ნახევარმცველის მიმართ ყურადღება კვლავ გამოამჟღავნა ბარსელონამ. კატალონიელთა სკაუტები გოლოვინს ნოემბერშიც აკვირდებოდნენ და კლუბი მზადაა მის მოსაპოვებლად ტურინის იუვენტუსს შეებას.

როგორც “მარკა” ამბობს, ამ ეტაპზე კატალონიელები რუს ფეხბურთელს სათადარიგო ვარიანტად განიხილავენ; იმ შემთხვევისთვის, თუ აიაქსიდან ფრენკი დე იონგის შეძენას ვერ მოახერხებენ.

ამასთან, გოლოვინის შეძენა ესპანეთის ჩემპიონს გაცილებით იაფი დაუჯდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით, ამ სატრანსფერო საკითხში ბარსელონას იუვენტუსი სჯობნის.

წყარო: popsport.com