,,ბასკონიამ” მეორეს ვეღარ მოარტყა

419

ვიტორიელების კარგი სტარტი მოგების წინა პირობა ვერ გახდა და სერიის მეორე მატჩში სამწუხაროდ ქართველი თორნიკე შენგელიას ,,ბასკონიამ” მარცხი განიცადა. პირველ მეოთხედში სტუმრებმა 33-28 მოიგეს, მაგრამ მომდევნო ორი ათწუთეულის ჩაგდების გამო ბოლო მეოთხედის წინ 18 ქულით ჩამორჩნენ. ,,ბასკონიამ” სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა და საბოლოო ჯამში (91-98) დამარცხდა.

შენგელიას მონაგარმა მოედანზე გატარებულ 15 წუთზე მეტ დროში 5 ქულას, 1 მოხსნას და 2 პასს უწია. ზოგადად მატჩის სტატისტიკური ლიდერები კი მეტ ჯენინგი 18 ქულით, ილიმანე დიოპი 16 ქულით, ჯეისი კეროლი 16 ქულით, ტრეი ტომპკინსი 16 ქულით და გუსტავო აიონი 14 ქულით და 10 მოხსნით გახდნენ.

თორნიკე შენგელია

2-დან 2 საჯარიმო

2-დან 1 სამქულიანი

ვერ გამოიყენა 3 ორქულიანი

ფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა 17 ივნისს ვიტორიაში ჩატარდება.