ბექა მიქელთაძე: “ამისთვის თემურ ქეცბაიას დიდ მადლობას გადავუხდი”

539

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და “ანორთოსისის” ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ კვიპროსულ კლუბში ჩარიცხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ეს თემურ ქეცბაიას გუნდია. ის კლუბის ნამდვილი ლეგენდაა და ყველა ქართველი ამ გუნდში გადმოსვლის შემდეგ შესანიშნავ გარემოში ხვდება.

ქეცბაია “ანორთოსისისთვის” დიდებული პიროვნებაა და მადლობა თემურს, რომ მის გამო აქ ქართველები უყვართ.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ მე ჩემი სახელიც დავტოვო”, – აღნიშნა მიქელთამ კლუბის საიტთან მიცემულ კომენტარში.