ენდი მარიმ დაადასტურა

398

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი – ენდი მარი თითქმის ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, კორტზე ბრუნდება.

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა დღეს დაადასტურა, რომ ლონდონის ტურნირზე ითამაშებს, რომელიც სტარტს მომავალი კვირიდან აიღებს.

2017 წლის უიმბლდონის შემდეგ, მარისთვის ეს პირველი ტურნირი იქნება. ბოლო წლის განმავლობაში, ჩოგბურთელი თეძოს ტრავმას მკურნალობდა და იანვარში ოპერაციაც გაიკეთა.

გასული წლის უიმბლდონზე, ენდი მარი გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. ბრიტანელი ამერიკელ სემ ქერისთან დამარცხდა.

წყარო: popsport.com