კახა ცხადაძე: “ამბიციური კლუბისგან მივიღე შეთავაზება”

724

შიმკენტის “ორდაბასიმ” კახა ცხადაძე დანიშნა მწვრთნელად და მას სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი. კახამ  prosports-ს მისცა ინტერვიუ.

– “კაირატიდან” წასვლის შემდეგ რას საქმიანობდით?

– არ ვმუშაობდი, თუმცა უსაქმოდ არ ვყოფილვარ. ვმოგზაურობდი, ფეხბურთს ვუყურებდი. მწვრთნელებს ვესაუბრებოდი. ახლა ამბიციური გუნდისგან მივიღე შეთავაზება. თითქმის 2 წელი ვმუშაობდი ყაზახეთში და ვიცი “ორდაბასი” რასაც წარმოადგენს. ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბებში ვმუშაობ. იგივე მოთხოვნა აქვს ამ გუნდს. ბუნებრივია, ეს წინადადება მისაღები იყო. მადლობა პრეზიდენტს, რომელმაც არჩევანი ჩვენზე გააკეთა. ვიცი, ჩემს გარდა ბევრი კანდიდატები იყვნენ. უნდა გავამართლოთ პრეზიდენტის, გულშემატკივრების და ქალაქის იმედები. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. პროგრამა-მინიმუმი სამეულში მოხვედრაა.

– ვინ შევიდა თქვენს სამწვრთნელო შტაბში?

– ჩემთან ერთად გიორგი ჩიხრაძე ჩამოვიდა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. შეიძლება კიდევ ერთი მწვრთნელი დავიმატოთ.

– 4 ივლისს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. როგორ ფიქრობთ, რომელი ხაზის გაძლიერებაა საჭირო?

– მხოლოდ ახლა ჩამოვედი, მაგრამ თამაშებს ვუყურე. კლუბის პრეზიდენტთან მუდმივ კავშირზე ვარ. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. როდესაც დიდი მიზნები გაქვს, აუცილებლად იქნება ცვლილებები.

– “ორდაბასის” თამაშის სტილის შეცვლას აპირებთ?

– სიმართლე გითხრათ, გუნდის ფეხბურთელები შემტევი სტილისა არიან. როდესაც მოგების ამბიცია გაქვს, უნდა შეუტიო. თუმცა, თავდაცვაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ფეხბურთელებამდე უნდა მივიტანოთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სეზონი მიმდინარეობს და დრო თითქმის არ არის..