ლინეკერი სუარეზს დასცინის

573

ინგლისის ნაკრების ექსფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ლუის სუარესს დასცინა.

ეგვიპტესთან მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში სუარესმა რამდენიმე საგოლე მომენტი ხელიდან გაუშვა. მიუხედავად ამისა, მისმა გუნდმა ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

“ამ თამაშში მო სალაჰი ლუის სუარესზე უკეთესი იყო“, – დაწერა ლინეკერმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, სალაჰმა ურუგვაისთან არ უთამაშია. შესაძლოა, მან რუსეთთან მეორე ტურის მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

წყარო: adjarasport.com