გენიალურები – 20 წლამდელებმა საფრანგეთში გამოსვლა დაასრულეს

248

20 წლამდელთა მსოფლიოს ჩინებული დასასრული და ელიტაში ზედიზედ მესამედ შენარჩუნებული პოზიციები, რომელიც წლეულს ყველაზე მაღალი ადგილით მე-9 საფეხურზე გასვლით გამოიხატება, რომელსაც დღევანდელი მოგების შემდეგ დავეუფლეთ. პატარა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის ნაკრები 39-31 დაამარცხა.

ჩვენი რიგებიდან ანგარიში ლუკა ჯაფარიძემ გახსნა, რომელმაც ქართველები მესამე წუთზე დააწინაურა და სკოტებმაც სწრაფი პასუხი გაგვცეს. გარდასხვა არც ერთ ლელოს არ მოჰყოლია

შემდეგი ორი ლელო და ანგარიში 12-12 გუნდებმა კაცნაკლულ მდგომარეობაში მიიღეს, რადგან ჩხუბისთვის მსაჯმა გელა აფრასიძე და გაი გრაჰამი გააძევეს. საბოლოოდ ტაიმი კი 12-19 დავთმეთ.

გენიალური მეორე ნახევარი ვიხილეთ ჩვენების შესრულებით, სადაც 71-ე წუთამდე მეორე ორმოცწუთეულს მშრალზე 24-0-ს ვიგებდით, ჯამურად კი მეტოქეს 36-19-ს ვამარცხებდით, რაც თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე მოგების სრულ გარანტიას იძლეოდა.

შოტლანდიელებმა გაბრძოლება კიდევ ერთხელ კაცნაკლულ საქართველოსთან შეძლეს და ამ დროში 2 ლელოსთან ერთად 1 გარდასხვა გაიტანეს, მაგრამ უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლეს და საბოლოო ჯამში 39-31 მოვიგეთ.

ჩვენი გუნდი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სანახაობრივ თამაშს გვთავაზობდა, რითიც ქართული რაგბის სიძლიერე მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახეთ.

შოტლანდია 31-39 საქართველო

5-0 ლუკა ჯაფარიძე(ლელო)

5-5 რობი სმიტი(ლელო)

10-5, 12-5 ლოგან ტროტერი(ლელო), ჩარლი ჩემპენი(გარდასახვა)

12-10,12-12 კოტე მარჯანიშვილი(ლელო), თედო აბჟანდაძე(გარდასხვა)

17-12,19-12 ლოგან ტროტერი(ლელო), ჩარლი ჩემპენი(გარდასხვა)

19-17,19-19 თენგიზ გიგოლაშვილი(ლელო), თედო აბჟანდაძე(გარდასხვა)

19-22 თედო აბჟანდაძე(ჯარიმა)

19-27,19-29 გურამ გოგიჩაშვილი(ლელო), თედო აბჟანდაძე(გარდასხვა)

19-34,19-36 კოტე მარჯანიშვილი(ლელო), თედო აბჟანდაძე(გარდასხვა)

24-36 კაილ როუვი(ლელო)

29-36, 31-36 ჯეიმს მილერი(ლელო), როს ტომპსონი(გარდასხვა)

31-39 თედო აბჟანდაძე(ჯარიმა)