გლუშაკოვის წერილი მესის

721

ისლანდიასთან გამართულ მატჩში არგენტინელთა კაპიტანმა და მთავარმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ვერ გაიტანა. საბოლოოდ, არგენტინამ ვერ გაიმარჯვა, “ბარსელონას“ ფეხბურთელს კი ჯერაც აქტიურად აკრიტიკებენ.

აღნიშნულ პენალტს დენის გლუშაკოვი გამოეხმაურა. 2018 წლის სამუნდიალო განაცხადს მიღმა დარჩენილმა მოსკოვური “სპარტაკის“ შუახაზელმა გულშემატკივრების ყურადღება, მართალია, ფეხბურთის თამაშით ვერა, მაგრამ სხვაგვარად მიიქცია.

მას მერე, რაც ლიონელ მესიმ ისლანდიის წინააღმდეგ პენალტი ვერ გაიტანა, გლუშაკოვმა არგენტინელ თავდამსხმელს ესპანურ ენაზე მიმართა.

“იმედი მაქვს, წაგიყვანენ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე. ერთად ვივარჯიშოთ პენალტებზე,“ – დაწერა გლუშაკოვმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე.

წყარო: adjarasport.com