ინგლისის ნაკრების მოთამაშემ რუსეთი დატოვა

1251

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის შუახაზელმა ფაბიან დელფმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ტუნისთან მატჩამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთი დატოვა.

საქმე ისაა, რომ დელფის მეუღლე მესამე შვილს ელოდება, ფეხბურთელს კი სურვილი აქვს, მშობიარობის დროს, მასთან ერთად იმყოფებოდეს.

“მწვრთნელებს კარგად ესმით სიტუაცია. საუთგეითი თავის დროზე ნაკრებში იყო, როცა მისი ერთ-ერთი შვილი დაიბადა. ის გაფრინდა და შვილის დაბადებამდე ათი წუთით ადრე მისვლა მოახერხა. იმედია, ეს მეც გამომივა,“ – ციტირებს დელფს AFP.

ამგვარად, დელფი არ ითამაშებს ტუნისის წინააღმდეგ ინგლისელთა სასტარტო მატჩში.

adjarasport