ისლანდიელი გმირი და ხორვატიის კლასი

536

გუნდი, რომელსაც ბევრი სკეპტიკურად უყურებს პირველივე ტურში მუნდიალის დებიუტანტ ნაკრებთან ფეხი დაუცდა და აღნიშნული შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1-1 დაასრულა.

არგენტინა 1-1 ისლანდია

ალბისელესტეს დაწინაურება სერხიო აგუერომ შეძლო, რომელმაც ჰალდორსონს თავისი ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა და მე-19 წუთზე არგენტინის მე-19 ნომერმა გახსნა ანგარიში.

ვიკინგებმა მომხდარს დროული მობილიზება გაუკეთეს და ანგარიში სულ რაღაც 4 წუთში გაათანაბრეს. სამპაოლის გუნდის დაცვაში სრული ქაოსით ფინბოგასონმა ისარგებლა.

თამაშის გმირად გახდომას მესის უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, როდესაც 64-ე წუთზე არგენტინელის პენალტის ნიშნულიდან დარტყმულს ისლანდიელთა კარის დარაჯი ბრწყინვალედ გაუმკლავდა. ზოგადად მთელი თამაშის განმავლობაში ჰანეს ჰალდორსონი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და კიდევ აღსანიშნავია ისლანდიელების ორგანიზებულობა დაცვაში.

ისლანდია აღებულ კურსს არ ცდება და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ ფეხბურთს იმეორეობს. შეტევითი პოტენციალის მქონე არგენტინა კი ძალიან ერთფეროვნად გამოიყურებოდა.

გმირი – ჰანეს ჰალდორსონი, ანტიგმირი – ლიონელ მესი

D ჯგუფის მეორე შეხვედრაში ვარსკვლავური ხორვატიამ ნიგერიას გაკვეთილი ჩაუტარა და კლასიკურ სტილში 2-0 დაამარცხა. გარკვეულწილად ხორვატიამ ამ მოგებით ჩვენ გულშემატკივრებსაც კიდევ ერთი ფლეიოფის წინ შემამზადებელი სიგნალი მოგვცა, რომლებმაც გვანიშნეს ჩვენც და მათი მომავალი მეტოქეც, რომ ყველაფრისთვის მზად ყოფნაში იმყოფებიან.

ზლატკო დალიჩის გუნდი მატჩის 32-ე წუთზე ავტოგოლით დაწინაურდა, რომელიც ოგენეკარო ეტებოს ეკუთვნის, ხოლო საბოლო ანგარიში თერთმეტრიანიდან ლუკა მოდრიჩმა დააფიქსირა.

მთლიანობაში ხორვატიამ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, რადგან მთელი თამაში ფლობდნენ უპირატესობას.

შემდეგ მატჩებს გუნდები სხვადასხვა დღეებში ჩაატარებენ 21 ივნისს 22:00 საათიდან ვიხილავთ არგენტინა – ხორვატიას. ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დაპირისპირებას, ხოლო 22 ივნისს 19:00 საათზე ისლანდია ნიგერიას შეხვდება.