მაშეს რეკორდი

379

ისლანდიასთან ნათამაშებმა ფრემ ხავიერ მაშერანოს განწყობა ჩაუშხამა – “ჰებეი ჩაინა ფორჩუნის” მცველმა “ალბისელესტეს” მაისური 144–ედ მოირგო, რითაც აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

მაშეს დებიუტი 2003 წლის 16 ივლისს ურუგვაისთან გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა. 144 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

მეორე ადგილზე 143 მატჩით ხავიერ ძანეტია, მესამე პოზიციას კი ლეო მესი იკავებს – 125 შეხვედრა.