როდის დაბრუნდება ჯანო?

461

ჯანო ანანიძე აგვისტოს დასაწყისში სრული დატვირთით, ანუ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ეს სასიამოვნო სიახლეა. როგორც იცით, მან გაზაფხულზე ოპერაცია გაიკეთა: ჯვარედინი მყესის ტრავმა ჰქონდა.

ჯანომ “სპარტაკის“ პრესსამსახურს უთხრა, რომ აღდგენის პროცესი კარგად მიდის.

“მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. დიდად არ დამისვენია, ტრენაჟორების დარბაზში დავდიოდი. ექიმები შვებულებიდან დაბრუნდებიან და გადავწყვეტთ, რას გავაკეთებ. “სპარტაკის“ შეკრებაზე მეც წავალ და ინდივიდუალური პროგრამით ვივარჯიშებ. ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში საერთო ჯგუფში ვიქნები.

…თამაში მინდა. უნდა დავამტკიცო, რომ “სპარტაკის“ ღირსეული ფეხბურთელი ვარ. იყო ტრავმები, მამის გარდაცვალება…ბევრი რამ მოგროვდა ერთად. ახლა ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ყველა გავახარო და რათა არ დამივიწყონ“.

6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს ეწყება ერთა ლიგა და ყაზახთს ესტუმრება. ვნახოთ, მოასწრებს თუ არა ჯანო მანამდე სათამაშო ფორმაში შესვლას. ერთია  ვარჯიში, მეორეა – თამაშისთვის სრულად მზადყოფნა.

წყარო: adjarasport.com