7–დან 4

464

ლეო მესიმ ვერგამოყენებული პენალტების სტატისტიკა გაიუარესა – მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ისლანდიასთან ვერგატანილი თერთმეტმეტრიანის შემდეგ მას უკვე ბოლო 7 დარტყმიდან 4 აქვს გაფუჭებული.

ამ დროს ანგარიში 1:1 იყო და “ალბისელესტეს” მოსაგებად იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ლეგენდარულმა ლეომ ტორ ჰალდორსონისთვის დუელის მოგება ვერ შეძლო.

ისლანდიელთა გოლკიპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.