ევროპული საკალათბურთო ფინალები – ბერძნულის ფინიში და ესპანურის მიმდინარეობა

218

,,პაომ” საჩემპიონო სერიაში მოსისხლე მტრის პირეოსის ,,ოლიმპიაკოსის” დამარცხება 14 ქულიანი სხვაობით მოახერხა და სერიაში 3-2 გაიმარჯვა. ათენელთათვის ეს გამარჯვება 36-ე საჩემპიონო ტიტულს ნიშნავდა, რომელიც გუშინ საკუთარ დარბაზშივე მოიპოვეს.

ამ წაგებას შეეწირა პირეოსელთა თავკაცი იანის სფეროპულოსი შეეწირა, რომელმაც 2015-2016 წლებში ორი საჩემპიონო ტიტული მოიგო საბერძნეთში და ევროლიგის ფინალშიც ორჯერ გაიყვანა, სადაც მისი გუნდი ორივეჯერ დამარცხდა. რთული სათქმელია რა ბედი ელოდა პაოს მწვრთნელს, მაგრამ გუნდის პრეზიდენტი დიმიტრიოს იანაკუპოლისი ამბობდა, რომ მოთამაშეთა ანაზღაურება განახევრდებოდა.

სერიის წარმატებულად დაწყების შემდეგ უკვე მეორე მატჩი წააგო ,,ბასკონიამ” და საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა. ჩვენებურ კალათბურთელს პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა.

,,ბასკონიამ” 78-83 წააგო და მომდევნო მატჩს 19 ივნისს კვლავ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

წყარო: adjarasport.com