ბრაზილიას ნეიმარი გამოაკლდა?

842

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიასთან ფრედ, 1:1 ითამაშა და 1978 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი პირველად ვერ მოიგო.

ამას გარდა, რუსი ჟურნალისტი, პაველ ტიხონოვი “სელესაოს” გულშემატკივრისთვის უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

Sports.ru–ს კორესპონდენტის ინფორმაციით, ბრაზილიელთა 10–იანმა, ნეიმარმა მატჩის შემდეგ მოედანი კოჭლობით და მძიმე ნაბიჯებით დატოვა. უცნობია, რამდენად მოახერხებს ის 22 ივნისს კოსტა რიკასთან მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა პსჟ–ში თებერვალში ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, 3 თვე გაუცდა და მაისში განაახლა ვარჯიში.

აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ მთავარი მწვრთნელის, ტიტეს განცხადებით, ნეიმარი თამაშისთვის 100%–ით მზად არ იყო. შუა დაპირისპირებისას, ნეიმარმა მორჩენილი ფეხი რამდენჯერმე აიტკივა.

adjarasport