გაიცანი გულშემატკივარი: ნინა შილინა

934

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი “იუვენტუსის” ქომაგი ნინა შილინაა.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?

– გაგეცინება და ფეხბურთი შემიყვარდა სიმპათიური დევიდ ბექჰემის გამო. პირველი თამაში, თუ არ ვცდები, “მანჩესტერი” – “ჩელსი” იყო მგონი.

 – რატომ “იუვე”?

– ჯიჯის გამო მიიქცია ამ გუნდმა ჩემი ყურადღება. ასე დაიწყო ჩემი და იუვეს „ლავ სთორი“.

 – როგორ გადაიტანე ჯიჯის წასვლა და როგორ დაახასიათებდი მას?

– ძალიან ცუდად. დღემდე არ მჯერა, რომ წავიდა და ვცდილობ, არ ვიფიქრო მაგ თემაზე.

 – აწი უკვე დასრულებულ სეზონზე რას იტყოდი, კმაყოფილი ხარ?

–იყო მინუსები, მაგრამ საერთო ჯამში, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.

– რას შეცვლიდი გუნდში?

– მეტი თავდაჯერებულობაა საჭირო.

– რას დააბრალებდი ფაქტს, რომ იტალია მუნდიალზე ვერ მოხვდა?

– მწვრთნელის ბრალია მხოლოდ და მხოლოდ!!!  ძალიან მწყდება გული, რომ რუსეთი და ეგვიპტე თამაშობენ და ჩემი იტალია – ვერ.

– შენთვის ვინ არის მუნდიალის ფავორიტი?

– ხორვატია.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…

– ჩემთვის პასების ლეგენდა ანდრეა პირლოა და მისი თითოეული გადაცემა ყველაზე მაგარი სანახაობა იყო. რაც შეეხება გოლს, დელ პიეროს ბურთი “რეალთან” 2003 წლის ნახევარფინალში.

– ყველა დროის სიმბოლური გუნდი იმ ფეხბურთელებისგან, ვის თამაშსაც მოესწარი + მწვრთნელი…
– ჯიჯი – პუიოლი, კანავარო, მალდინი – პირლო, ინიესტა, ნედვედი, ბექჰემი – იბრა, დელ პიერო, რონალდინიო. მწვრთნელი პეპ გუარდიოლა.