კოლაროვის გასროლა და მყარი შვეიცარიული საათი

435

სტარტი უკვე E ჯგუფმაც აიღო და ორივე მატჩი გუშინვე გაიმართა. დღის პირველ შეხვედრას სამარა მასპინძლობდა, სადაც კოსტარიკა სერბეთს უნდა შეხვედროდა. ზოგადად ამ ჯგუფს აკომპლექტებს ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ბრაზილია და სამი მეტნაკლებად თანაბარი გუნდი ზემოთნახსენებ ორს დამატებული შვეიცარია.

დავიწყოთ საუბარი 16:00 საათზე გასამართ მატჩზე და უკეთ გავიცნოთ ეს გუნდები – როდესაც ვსაუბრობთ კოსტარიკაზე აუცილებლად ყველაზე მეტი 2014 წლის მუნდიალიდან უნდა ვთქვათ. ჩრდილოამერიკელებმა პირველი პოზიცია სიკვდილის ჯგუფში დაიკავეს, სადაც უკან  ურუგვაი, იტალია და ინგლისი მოიტოვეს. მათ შორის ორ მათგანს მოუგეს კიდეც და გზა მერვედფინალამდე 7 ქულის აღებით გაიხსნეს. საბოლოოდ კი მაშინ მუნდიალიდან კოსტარიკელები ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში გამოითიშნენ და ნამდვილ გმირებად შეირაცხნენ. რაც შეეხება სერბეთის ნაკრებს მათ კვალიფიკაცია წარმატებულად საქართველოს ნაკრების ჯგუფში გაირეს და მსოფლიოზე 8 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ.

სერბი ფეხბურთელების შეტევები პირველ ტაიმში მეტწილად ქაოტური იყო, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა კოსტარიკელი ყველასთვის ცნობილი მეკარე კეილორ ნავასი, რომელმაც ყველა მომენტი განმუხტა, სადაც კი ჩართვა მოუხდა. მეორე ტაიმში კი მიზანთან ყველაზე ახლოს მიტროვიჩი იყო, რომლის დარტყმასაც ვფიქრობ სიძლიერე დააკლდა. ნავასმა ეს ბურთიც აიღო, მაგრამ საოცარ სეივთა კატეგორიაში ნამდვილად არ გადის.

სერბებს სამი ქულა სტანდარტული მდგომარეობიდან ალექსანდ კოლაროვის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა, რომელმაც საკმაოდ შორეული დისტანციიდან გაისროლა.

წარმატებულად ვერც ბრაზილიამ დაიწყო და საწყის ტურში პირველი სამი ქულა შვეიცარიის ნაკრებთან დაკარგა. თამაშის გმირი კი იან ზომერი გახდა, რომელმაც ბრაზილიელთა დარტყმები ძალიან ლამაზად და დამაჯერებლად მოიგერია.

ანგარიში კოუტინიომ ბრწყინვალე დარტყმით გახსნა, სადაც ზომერი ნამდვილად უძლური იყო ბრაზილიელი 11 ნომრის დარტყმა აუღებელთა კატეგორიაში შედის.

შვეიცარია მრისხანე მეტოქეს არ უშინდებოდა და პირველი ტაიმი მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პეტკოვიჩის გუნდმა წააგო მაინც თანაბრად უნდა შევაფასოთ. შვეიცარიელები საკმაოდ გაბედულად მოქმედებდნენ და მატჩის 50-ე წუთზე წონასწორობაც აღადგინეს 1-1 გოლი სტივენ ზუბერის ანგარიშზეა.

მუნდიალის ეგიდით ამ გუნდების მეორე დაპირისპირება გახლდათ, რომელიც 1950 წელს გაიმართა და მაშინაც 1-1 დასრულდა.
მატჩის გმირი როგორც ზემოთ გითხარით იან ზომერი გახდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ პირადად დააკარგვინა 2 ქულა სელესაოს. იმედგაცრუებად კი ნეიმარი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც სრულიად ამოკეტეს და ეს თავის თავზე ვალონ ბეჰრამიმ აიღო. ბრაზილიელთა 10იანის წინააღმდეგ არც უხეშობას ერიდებოდნენ. ერთი სიტყვით შვეიცარიელებმა გულშემატკივრებში სიმპატიები ნამდვილად დაიმსახურეს.