მარადონა: “სირცხვილი სამპაოლის!”

257

არგენტინელმა ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ტურში, ისლანდიასთან(1:1) მატჩის შემდეგ “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი გააკრიტიკა.

“სამპაოლი არგენტინაში ვეღარ დაბრუნდება, თუ გუნდმა ასეთი თამაში გააგრძელა. ისლანდიასთვის მზად არ ვიყავით, სირცხვილი სამპაოლის! არც კი ვცდილობდით თამაშს, მეორე სართულზე ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ.

არ ვადანაშაულებ ფეხბურთელებს, ყველაფერი მწვრთნელის ბრალია. ისინი ვარჯიშზე ვერ მოამზადეს,” – თქვა მარადონამ.