მარკესმა მექსიკის ნაკრების მიზანი გაგვიმხილა

245

მექსიკის ეროვნული ნაკრების მცველმა რაფაელ მარკესმა გერმანიასთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. 39 წლის ფეხბურთელის თქმით, მისი გუნდის მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.

“ეს ჩემი ბოლო მუნდიალია და მიხარია, რომ მინდორზე გასვლის შანსი მომეცა. იმაზე არ მიფიქრია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთედ ვთამაშობდი. მხოლოდ ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა მინდოდა.

მექსიკისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა”, – უთხრა მარკესმა ჟურნალისტებს.

წყარო: adjarasport.com