პასტორესთვის სამი გუნდი იბრძოლებს

353

 

“რომა” პსჟ-ს ნახევარმცველის – ხავიერ პასტორეს შეძენას ცდილობს. აპენინური მედიის ცნობით, “ჯალოროსი” ფრანგულ გრანდს არგენტინელის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს გადაუხდის.

იტალიის დედაქალაქში გადასვლის შემთხვევაში, პასტორეს წლიური ანაზღაურება 4-5 მილიონი ევრო იქნება. “რომას” გარდა, პასტორეს ხილვა “ვესტ ჰემსა” და “ინტერსაც” სურთ.

წყარო: adjarasport.com