როჯერ ფედერერი – ტიტული, ავტომობილი, ლიდერობა, რეკორდი…

232

36 წლის შვეიცარელმა როჯერ ფედერერმა პირველად მოახერხა შტუტგარტის Mercedescup-ის მოგება. საინტერესოა აღინიშნოს, რომ კარიერის განმავლობაში ფედერერმა მხოლოდ მესამე ბალახისსაფარიან კორტებზე ჩატარებულ შეჯიბრებაზე იმარჯვა. როჯერს უიმბლდონი რვაჯერ, აღმოსავლეთგერმანული ჰალეს ტურნირი კი ცხრაჯერ მოუგია. შვეიცარელმა გუშინ 117 ათას ევროსთან ერთად “მერსედესის” ავტომობილიც მიიღო და მსოფლიო კლასიფიკაციას კვლავ სათავეში მოექცა. როჯერი სარეკორდო რაოდენობით, 310 კვირა, პლანეტის ნომერ პირველი ჩოგანია, რეიტინგსიის მოწინავეთა ათეულში კი 817-ე კვირის განმავლობაში იმყოფება. ამ მაჩვენებლით ფედერერი ამერიკელი ჯიმი კონორსის სარეკორდო მაჩვენებელს გაუთანაბრდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს რაც შეეხება, ჰალეს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში გაღწევის წყალობით, ორი საფეხურით წინ წაიწია და ამჯერად 85-ეა.

ATP

1 (2). როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 8920

2 (1). რაფა ნადალი (ესპანეთი) – 8770

3 (3). ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 5965

4 (4). ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) – 5080

5 (6). გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი) – 4870

6 (5). მარინ ჩილიჩი (ხორვატია) – 4860

7 (7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3835

8 (8). კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) – 3635

9 (9). დავიდ გოფინი (ბელგია) – 3110

10 (10). ჯონ იზნერი (აშშ) – 3070

ქართველთაგან ნიკოლოზ ბასილაშვილი 85-ე ადგილზეა, გიორგი ცივაძე – 1103-ეა.

WTA

1 (1). სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) – 7970

2 (2). კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) – 6745

3 (3). გარბინ მუგურუსა (ესპანეთი) – 6550

4 (4). სლოან სტივენსი (აშშ) – 5463

5 (5). ელინა სვიტოლინა (უკრაინა) – 5502

6 (6). კაროლინ გარსია (საფრანგეთი) – 4970

7 (7). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) – 4685

8 (8). პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) – 4610

9 (9). ვინუს უილიამსი (აშშ) – 3971

10 (10) მედისონ კიზი (აშშ) 3536

ქართველთაგან ეკატერინე გორგოძე 259-ე საფეხურზეა, სოფიო შაფათავა 387-ე ადგილზეა, მარიამ ბოლქვაძე 425-ეზე, ზოია ქარდავა 1049-ეზე, სალომე დევიძე კი 1062-ეა.