საბა კვირკველია: “ჩემი აგენტი “ლესტერთან” აწარმოებს მოლაპარაკებას”

302

მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველმა საბა კვირკველიამ დაადასტურა, რომ შეიძლება “ლესტერში” გააგრძელოს კარიერა.

“ლესტერთან” მოლაპარაკებას ჩემი აგენტი აწარმოებს. ამ დღეებში გახდება ცნობილი, გადავალ თუ არა ინგლისურ კლუბში”, – განუცხადა კვირკველიამ 1tv.ge-ს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლესტერის” მწვრთნელი კლოდ პიუელი პირადადაა დაინტერესებული კვირკველიას თავის გუნდში გადაყვანით და “მელიები” მზად არიან, ტრანსფერში 17 მილიონი ევრო გადაიხადონ.