“სან ანტონიო” კავაის აღმოსავლეთში გაუშვებს…

226

“სან ანტონიო სპერზი” უკვე შეეჩვია იმ ამბავს, რომ კავაი ლეონარდთან განშორება მოუწევს. ფორვარდმა ტეხასელთა კლუბს გაცვლა თავად სთხოვა, Sheridan Hoops-ის მტკიცებით კი სან ანტონიოელები კავაის დასავლეთ კონფერენციის კლუბში არ გაუშვებენ, რათა რეგულარულ პირველობაზე უშუალო კონკურენტები არ გააძლიერონ. ლეონარდის საკუთარ რიგებში ხილვის შესაძლებლობა ლოს ანჯელესის კლუბებს, “ლეიკერსსა” და “კლიპერსს”, გაუქრათ, სამაგიეროდ კავაის გადაბირების შანსი “ბოსტონსა” და “ნიუ იორკსს” გაეზარდათ.

ამასობაში, Cleveland Plain Dealer-მა გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე კავაის გადაბირების სურვილი “კლივლენდსაც” რომ აქვს და ოჰაიოელებმა ტეხასელებს ლეონარდის გაცვლის თაობაზე უკვე მიმართეს…