საქართველოს თასი – მერვედფინალური წყვილები ცნობილია(ვიდეო)

207

18 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ექვსმა, ეროვნული ლიგა 2-დან ხუთმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან სამმა გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ვიტ ჯორჯია 2 – გაგრა

ტორპედო – რუსთავი

გარდაბანი – შუქურა

მერანი – დინამო თბ

გურია – სამტრედია

ლიახვი ცხ – მეტა

ვიტ ჯორჯია – ჩიხურა

თელავი – დილა.

1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრები საზაფხულო შესვენების შემდეგ გაიმართება.

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

წყარო: adjarasport.com