ჯონ ჯონსი ლესნართან პოტენციურ ბრძოლაში ფავორიტია

92

დიდია იმის შანსი, რომ ჯონ ჯონსისა და ბროკ ლესნარის ბრძოლა საერთოდ ვერ ვიხილოთ, თუმცა ფაქტია, რომ პოტენციურ ბრძოლაზე ბევრი რამე იწერება და ბუქმეიკერებისთვის ესეც საკმარისია.

ამ ბრძოლაში ბუქმეიკერებმა ცალსახა ფავორიტად ჯონ ჯონსი მიიჩნიეს და ასეთი დიდი უპირატესობა შეიძლება ოდნავ სიურპრიზადაც ჩავთვალოთ, რადგან საუბარია მძიმე წონით დივიზიონზე.

შანსები ასე გადანაწილდა:

ჯონ ჯონსი: -350

ბროკ ლესნარი: +265

ბროკ ლესნარმა ბოლო ბრძოლა მარკ ჰანტის წინააღმდეგ 2016 წელს ჩაატარა, თუმცა დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო ბრძოლა გაუქმებულად ჩაითვალა. იგივე შეიძლება ითქვას ჯონ ჯონსზეც, რომელმაც ბოლო ბრძოლაში დანიელ კორმიე დაამარცხა, თუმცა დოპინგ-ტესტი მანაც ჩააგდო და მისი ბრძოლაც გაუქამდა.