დე ხეა კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

134

მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე – დავიდ დე ხეა კლუბთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც ცნობილი გახდა, ახალი 5-წლიანი ხელშეკრულების დეტალები უკვე შეთანხმებულია. 27 წლის ესპანელი ფეხბურთელი წელიწადში 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ასე რომ, დე ხეა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება. ბაიერნის გოლკიპერი – მანუელ ნოიერი წელიწადში დაახლოებით15 მილიონს გამოიმუშავებს. სხვა მეკარეებს კი, ამ ორზე შესამჩნევად დაბალი ანაზღაურება აქვთ.

დე ხეა მანჩესტერში 2011 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში, მანჩესტერის შემადგენლობაში მან 45 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 22-ში კარი მშრალად შეინახა.

წყარო: popsport.com