ემერი: თავი გაანებეთ!

499
PARIS, FRANCE - JANUARY 24: Coach of PSG Unai Emery during the French National Cup match (Coupe de France) between Paris Saint Germain (PSG) and En Avant Guingamp at Parc des Princes on January 24, 2018 in Paris, France. (Photo by Jean Catuffe/Getty Images)

“არსენალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ დაასახელა ის ფეხბურთელი, რომელიც ხელშეუხებელი იქნება. ასეთად ესპანელ სპეციალისტს თანამემამულე ჰექტორ ბელერინი ესახება.

გასული სეზონის დასრულებამდე დაიწყო საუბრები, რომ თითქოს, ბელერინი “მეთოფეების” რიგებს დატოვებდა. მარჯვენა მცველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” იჩენდა – “ბიანკონერი” 50 მილიონ ევროს ჩამოდიოდა.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ემერი მომავალ სეზონში ბელერინს ძალიან მიენდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელის ლონდონიდან წასვლა გამორიცხულია.

ეს ინფორმაცია მაინც და მაინც არ გაუხარდებოდა “მეთოფეთა” ახალწვეულ შტეფან ლიხტშტაინერს, რომელიც ასევე მარჯვენა მცველია.