“ისლამური სახელმწიფო” მესის და მუნდიალის მონაწილე ნაკრებებს დაემუქრა

641

„ისლამური სახელმწიფოს“ მუქარები არ წყდება, ISIS-ისთან დაახლოებულმა საიტებმა ინტერნეტში პოსტერები გაავრცელეს, სადაც ორგანიზაციის წევრები მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს სიკვდილით დასჯით ემუქრებიან.

მუქარის მთავარი ობიექტი კვლავინდებურად არგენტინელი ვარსკლავი ლიონელ მესია, რომელიც ერთ-ერთ ფოტოში მოედანზე დაჩოქილია და უკან მდგომი ჯალათი მისი სიკვდილით დასჯას აპირებს, პოსტერის ერთ მხარეს თვითმკვლელი ტერორისტი ჩანს, რითიც „ისლამური სახელმწიფო“ მომავალი ტერორისტული აქტების შესახებ იუწყება.

მეორე ფოტოში ISIS-ის მებრძოლია აღბეჭდილი, რომელიც დიდ ეკრანზე მსოფლიო ჩემპიონატების სტადიონებს ათვალიერებს.

მესამე პოსტერზე ადამიანის სილუეტია გამოსახული, რომელიც ცეცხლმოდებულ სტადიონს უყურებს, ხოლო ბოლო სურათზე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების დროშების ფონზე მხოლოდ ერთ წარწერას ვხედავთ:„ყველანი დახოცეთ“!

შეგახსენებთ, რომ ეს „ისლამური სახელმწიფოს“ პირველი მუქარა არაა და მსგავსი რამ პრო-ISIS-ის საიტებმა ადრეც გამოაქვეყნეს. მაშინ მესისთან ერთად მუქარა ნეიმარს, რონალდუს, ასენსიოს და სხვა ვარსკლავებს ეხებოდათ.

crystalsport