ლოთარ მათეუსი: “იოზილი ნეგატივს აფრქვევს…”

251

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ლოთარ მათეუსმა ბუნდესგუნდის ნახევარმცველი მესუთ იოზილი გააკრიტიკა.

“მისი სხეულის ენა ნეგატივს აფრქვევს. ყოველთვის მიჩნდება გრძნობა, რომ ის გერმანიის ნაკრების მაისურით თავს კომფორტულად არ გრძნობს, თითქოს საერთოდ არ უნდა გერმანიის ნაკრებში თამაში. ის გულით, ვნებით არ თამაშობს. ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ის ნაკრებს დატოვებს”, – თქვა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის პირველ შეხვედრაში გერმანია მექსიკასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მესუთ იოზილი გერმანიის ნაკრებში 2009 წლის მერე გამოდის.