ნიგერიის ქომაგებს სტადიონზე ქათმების შეყვანა სურდათ

159

ნიგერიაში გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით ფეხბურთის მატჩებზე ცოცხალი ქათმების მიყვანა წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. სამწუხაროდ რუსეთში ყველაფერი სხვანაირადაა. „კალინინგრადის სტადიონის“ შესასვლელში უსაფრთხოების სამსახურმა ნიგერიელ ქომაგს სტადიონზე ქათმების შეყვანის ნება არ მისცა. ჟურნალისტებთან საუბრისას კალინინგრადის კულტურის მინისტრმა, ანდრეი ერმაკმა,  განაცხადა:“ნიგერიელმა გულშემატკივრებმა გვკითხეს შეიძლებოდა თუ არა სტადიონზე მათი სიმბოლოს, ცოცხალი ქათმის შეყვანა. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ასეთი რამ სავსებით გამორიცხული იყო“.

აღსანიშნავია, რომ ერმაკი ნიგერიელ გულშემატკივრებს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ მათ ქათმების ბევრ ადგილას შეუძლიათ და საჭიროების შემთხვევაში მზადაა ისინი მაქსიმალურად დააკვალიანოს, უბრალოდ სტადიონზე ქათმებთან ერთად შესვლა კატეგორიულად გამორიცხულია.

„ჩვენ მზად ვართ მათი ყველაზე ექსცენტრიკული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და თუ სურთ გასაყიდი ადგილების შესახებ რჩევებსაც მივცემ“.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიულ გულშემატკივრებს იგივე ბედი სამხრეთ აფრიკაშიც ეწიათ და მაშინ არგენტინასთან მატჩის წინ ნიგერიელები სტადიონის მიღმა ზუსტად იგივე მიზეზით დარჩნენ.