ბოატენგს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

296

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ჯერომ ბოატენგი შესაძლოა კარიერის გასაგრძელებლად იტალიაში გადავიდეს, იტყობინება Gazzetta di Parma.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსი” მზადაა ბოატენგი ერთწლიანი არენდით დაიმატოს და მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს 30 მილიონ ევროდ.

ბოატენგმა გასულ სეზონში რეგულარული ტრავმების გამო “ბაიერნის” მაისურით ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, თუმცა გერმანიის ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც იცავს.

წყარო: adjarasport.com