20 წლამდელები სამშობლოში დაბრუნდნენ

392

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მორაგბეებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და წარმატება მიულოცეს. 20-წლამდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავეს და სამი მატჩის მოგება მოახერხეს – ეს არის საქართველოს საუკეთესო შედეგი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიაში.

უმცროსმა ”ბორჯღალოსნებმა” მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი ასპარეზობა შეაფასეს.

თედო აბჟანდაძე: მადლობა ყველას დახვედრისთვის. ეს დიდი პატივისცემაა ჩვენთვის. მოვახერხეთ სამი მატჩის მოგება და შემდეგ მსოფლიოზე უკეთესი პოზიციის დაკავებას ვეცდებით.

გელა აფრასიძე: მიზანი ორი მატჩის მოგება იყო. ჩვენ შევძელით ირლანდიის, იაპონიისა და შოტლანდიის დამარცხება, რაც უდიდეს წარმატებას ნიშნავს. დავამტკიცეთ, რომ ელიტის გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია.

ლადო კილასონია (მწვრთნელი) : დიდი მონდომებისა და თავდადების ხარჯზე შევძელით ამ შედეგის მიღწევა. ეს იყო ყველაზე წარმატებული გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენი მიზანი ელიტაში დარჩენა იყო, საბოლოოდ კი სამი მატჩის მოგება შევძელით.

წყარო: popsport.com