rugby pass – ერთი ქართველი 20 წლამდელთა სიმბოლურში

351

Rugby pass-მა საფრანგეთში დასრულებული 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მორაგბეც მოხვდა. გამოცემამ ექვის ნომრის პოზიციაზე თორნიკე ჯალაღონია აირჩია, რომელმაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე საოცარად ითამაშა. ქართველმა მორაგბემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 70-ჯერ შებოჭა მეტოქე, რაც მესამე შედეგი იყო – ჯალაღონია რვა ბოჭვით ჩამორჩა კაილინ დორისს. გარდა ბოჭვებისა, ჯალაღონიამ ერთი ლელოს დადებაც მოახერხა.

Rugby pass თორნიკე ჯალაღონიაზე: ჯალაღონიას ტურნირის განმავლობაში ექვს ან რვა ნომრად უწევდა თამაში. ორივე პოზიციაზე ის შეუდარებელი იყო. ის იყო ნაკრების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც შეტევაშიც კარგად ერთვებოდა და დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობდა. მას ახლო მომავალში ბორჯღალოსნების დიდ შემადგენლობაში ვიხილავთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

1. დანილო ფიშეტი (იტალია)
2. ფლინ ტომასი (ახალი ზელანდია)
3. დემბა ბამბა (საფრანგეთი)
4.ჯოელ კპოკუ (ინგლისი)
5. რუან ნორჯე (სამხრეთ აფრიკა)
6. თორნიკე ჯალაღონია (საქართველო)
7. კამერონ ვოკი (საფრანგეთი)
8. ჯორდან ჯოზეფი (საფრანგეთი)
9. ჩარლი ჩეპმენი (შოტლანდია)
10. მარკუს სმიტი (ინგლისი)
11. ჯორდან ოლოვოფელა (ინგლისი)
12. რომან ტამაკი (საფრანგეთი) – გამოცემა ამ პოზიციაზე ლაშა ლომიძის ვარიანტს განიხილავდა.
13. ვანდისილ სიმილანი (სამხრეთ აფრიკა)
14. გაბრიელ იბიტოე (ინგლისი)
15. სანტიაგო კარერასი (არგენტინა)

წყარო: popsport.com