ავთანდილ ხურციძე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, მძიმე განაჩენის მოლოდინში

801

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიუ იორკის საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

ჯერჯერობით უცნობია სასჯელის ზომა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

გამოძიების მტკიცებით, კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა, არალეგალური ვაჭრობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, სწორედ ამ დაჯგუფების წევრი იყო ავთანდილ ხურციძე.

წინასწარი ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.