დასტური მიცემულია – რაჯა ,,ინტერში” ითამაშებს

343

მილანის ,,ინტერი” 6 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა და როგორც ჩანს ამისთვის სათანადოდ ემზადება. ნერიაძურიმ სეზონის დამთავრების შემდეგ და არაოფიციალურ სატრანსფერო პერიოდში უკვე მესამე ფეხბურთელი გაიფორმა და ამ ტრანსფერებზე უნდა ითქვას, რომ ,,ინტერი” ამ მოცემულობაში მშვენივრად მუშაობს. სტეფან დე ვრეი, ლაუტარო მარტინეზი და ახლა არც მეტი არც ნაკლები რაჯა ნაინგოლანი, რომლის წაყვანაც ძალიან ბევრ გუნდს სურდა, თუმცა საბოლოო ჯამში ბელგიელი მის ყოფილ დამრიგებელ ლუჩიანო სპალეტისთან გადაბარგდება.

ამ ყველაფრის შესახებ Calciomertaco იუწყება, რომელიც ამბობს, რომ რაჯა ,,რომას” ბაზაზე იმყოფებოდა და ყველას დაემშვიდობა.

ბელგიელის სანაცვლოდ ,,რომა” 22 მილიონს და პრიმავერას ორ ფეხბურთელს მიიღებს.