ევრა: “როცა რონალდუ სახლში მიგიპატიჟებთ, უარი უთხარით!“

561

პატრის ევრამ კრიშტიანუ რონალდუს სახლში ვიზიტი გაიხსენა და ყველას ურჩია, რომ უარი თქვას, როცა პორტუგალიელი ფეხბურთელი სასადილოდ მიიპატიჟებს.

“მინდა, ყველას გირჩიოთ: როცა რონალდუ შინ სასადილოდ მიგიპატიჟებთ, უბრალოდ, უარი უთხარით.

მახსოვს, ერთხელ მითხრა, პატრის, ვარჯიშის მერე ჩემთან წამოდიო. მივედი, ძალიან დაღლილი. მაგიდაზე მხოლოდ სალათი და ჩვეულებრივი ქათამი იყო. წყალი გამომრჩა – წვენიც კი არ ჰქონდა.

ჭამა დავიწყეთ და ვიფიქრე, რომ ამის მერე ბევრი ხორცი იქნებოდა, მაგრამ არაფერი არ იყო. მან დაამთავრა, ადგა და ბურთი აიღო, შემდეგ კი სათამაშოდ მიმიწვია. ვუთხარი, რომ დაეცადა, სანამ ჭამას დავამთავრებდი, მაგრამ არ მადროვა. თამაში დავიწყეთ, შემდეგ კი აუზი მოინდომა. მერე ჯაკუზი, საუნა და ყველაფერი.

ვუთხარი: – საერთოდ, რატომ მოვედით აქ? იმიტომ, რომ ხვალ თამაში გვაქვს, თუ იმიტომ, რომ გვესადილა?

ამიტომაც, ყველას გირჩევთ, როცა რონალდუ შინ მიგიპატიჟებთ, არ წახვიდეთ. უბრალოდ უთხარით “არა“, რადგან ეს ბიჭი მანქანაა, რომელსაც არ სურს ვარჯიშის შეწყვეტა,“ – განაცხადა ევრამ ITV Sport-თან ინტერვიუში.

adjarasport