“ემერისთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ…” – ჯეკ უილშირი “არსენალს” დატოვებს

138

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა კლუბიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

“ვადასტურებ, რომ “არსენალს” ივნისის ბოლოს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დავტოვებ. მოლაპარაკებების შემდეგ და განსაკუთრებით, ახალ მთავარ მწვრთნელთან, უნაი ემერისთან შეხვედრის შემდეგ  მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არჩევანი არ მაქვს.

ყოველთვის მინდოდა, “არსენალის” ფეხბურთელად დავრჩენილიყავი. აქ 17 წელი გავატარე და თავს კლუბის ნაწილად მივიჩნევდი. იმდენად მინდოდა დარჩენა, რომ უფრო ნაკლებ ხელფასზე დავთანხმდი, თუმცა ახალ მწვრთნელთან შეხვედრის დროს ემერიმ მითხრა, რომ აღნიშნული შეთავაზება ძალაშია, მაგრამ განსაზღვრული სათამაშო დრო მელის.

დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდება, რომ ახლა რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. ემერისთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ამის საშუალება არ მექნებოდა”, – დაწერა უილშირმა “ინსტაგრამზე”.

გარდა ამისა, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ დრო სჭირდება მოსაფიქრებლად, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშირი “არსენალის” აღზრდილია. “მეთოფეებთან” ერთად მან ინგლისის ორი თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.