ვლადიმერ ბოისა: მძიმე მატჩები გველოდება(ფოტოები ჩეხეთიდან)

357

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

ილიას ზუროსის გუნდი თბილისიდან პრაღაში ჩაფრინდა, სადაც შეკრების ფარგლებში ორი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი ჩეხეთის ნაკრებთან. შეხვედრები 22 და 23 ივნისს გაიმართება.

ილიას ზუროსმა ჩეხეთში 14 კალათბურთელი ჩაიყვანა – საქართველოს ნაკრები თბილისში 25 ივნისს დაბრუნდება, სადაც გუნდს კიდევ ორი ლეგიონერი: თორნიკე შენგელია და მანუჩარ მაკოიშვილი შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრები უკვე ჩეხეთშია, ქვემოთ კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და ნაკრების მწვრთნელის კომენტარებს გაეცნობით…

ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):

“ჩეხეთი ძალიან კარგი გუნდია და მძიმე თამაშები გველოდება. 4 ახალი მოთამაშე გვყავს, რომლებიც პირველად ითამაშებენ ეროვნულ ნაკრებში. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ და ასეთ მოკლე დროსი ორი ამხანაგური მატჩის დავგეგმეთ. ეს შეხვედრება ძალიან წაადგება ნაკრებს”

თემურ კანკია (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

“დღეს საღამოს პირველი ვარჯიში გვექნება. მგზავრობის შემდეგ, მსუბუქად დავტვირთავთ კალათბურთელებს და კონტაქტურ ვარჯიშებს მოვერიდებით. ხვალ სრულფასოვანი ვარჯიში გვექნება როგორც ფუზიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისზით”

წყარო: popsport.com