ისკო – რონალდოს აღარ ველაპარაკები

414

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის შუახაზელმა ისკომ თავისი მეგობრისა და თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

“არაფერი მკითხოთ რონალდუს შესახებ. მას აღარ ველაპარაკები იმის მერე, რაც რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

კრიშტიანუს არ აქვს საჯარიმოების ძალიან მაღალი რეალიზაცია, მაგრამ როცა მას თამაში მისდის… პირველმა ორმა გოლმა მას ჰეთ-თრიკისთვის თავდაჯერება და შთაგონება მოუტანა,“ – ციტირებს ესპანელ ფეხბურთელს Cadena SER-ი.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალიასთან საყაიმო თამაშით (3:3) დაიწყო. მომდევნო მატჩში ესპანელები ირანთან, ხოლო პორტუგალიელები – მაროკოსთან იპაექრებენ.

წყაარო: adjarasport.com