კალათბურთელთა ნაკრები ჩეხეთშია

432

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ჯგუფის დარჩენილი ორი მატჩისთვის ემზადება.

შეკრების ფარგლებში, ილიას ზუროსის გუნდი ორ გასვლით ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ჩეხეთის ნაკრებთან. მატჩები 22 და 23 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ჩეხეთში 14 კალათბურთელი წაიყვანა:

გიორგი ცინცაძე (პოლიტექნიკა, რუმინეთი), თად მაკფადენი (კიმისი, საბერძნეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), დუდა სანაძე (პისტოია, იტალია), ლუკა ბულაშვილი (გრან კანარია, ესპანეთი), მიხეილ ჭოჭუა (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (ოლიმპი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), ანატოლი ბოისა (კაკტუსი), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი, აშშ), მიხეილ ბერიშვილი (დინამო), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი), გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი), გიორგი ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი)

საქართველოს ნაკრები თბილისში 25 ივნისს დაბრუნდება და გუნდს კიდევ ორი ლეგიონერი შეუერთდება: თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ჯგუფში, საქართველოს ნაკრები ორ საშინაო მატჩს გამართავს: 29 ივნისს სერბეთთან, ხოლო 2 ივლისს ავსტრიასთან.

წყარო: popsport.com