ლენო მეთოფეა

321

ლევერკუზენის “ბაიერის” გოლკიპერი ბერნდ ლენო კარიერას ამიერიდან ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს – ამის შესახებ “მეთოფეთა” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

“ბერნდს უდიდესი გამოცდილება აქვს. იგი უმაღლესი დონის გოლკიპერია, რომელიც 7 სეზონის განმავლობაში “ლევერკუზენის” ლიდერი გახლდათ” – ეს ლონდონელთა ახალი თავკაცის უნაი ემერის სიტყვებია.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა როგორც BBC იუწყება, ლენოს ტრანსფერი 22 მილიონი ევრო დაჯდა, ხელშეკრულება კი 5–წლიანია.

ლენო “შტუტგარტის” აკადემიის აღზრდილია და “ლევერკუზენში” 2010 წელს არენდის სახით გადავიდა, 2 წლის შემდეგ კი “ფარმაცევტებმა” 7,5 მილიონად გამოისყიდეს.

ლენოს ანგარიშზე “ბაიერში” გამართული 304 მატჩი და მშრალად შენახული 100 კარია. გერმანიის ნაკრების მაისური 6–ჯერ მოირგო.