ნოლე და სტენი ფეხბურთს ერთად უყურებენ

295

დიდი სლემის ტურნირების 12-გზის ჩემპიონი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და თავადაც საქველმოქმედო მატჩებში იღებს მონაწილეობას. ქომაგობას რაც შეეხება, ნოლე საკლუბო დონეზე “მილანს” გულშემატკივრობს, სანაკრებოზე კი რასაკვირველია, სამშობლოს, სერბეთის ეროვნული გუნდის აქტიური მხარდამჭერია. მოგეხსენებათ, ჯოკოვიჩი ამჟამად ლონდონშია, სადაც წყვილთა შეჯიბრებაზე შვეიცარელ სტენ ვავრინკასთან ტანდემში თამაშობს.

22 ივნისს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ სერბები და შვეიცარელები შეხვდებიან. ნოვაკი აცხადებს, რომ ამ მატჩს ვავრინკასთან ერთად ცქერას აპირებს და მისივე თქმით, ასპარეზობის მსვლელობისას სტენთან საფეხბურთო თემებსა და პაექრობის პერიპეტიებზე კამათს არ აპირებს.

წყარო: adjarasport.com