კონორი–ხაბიბი მზადდება?

833

უკვე დიდი ხანია, UFC–ის ერთგული მაყურებლები კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირებას ელიან. ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ბრძოლა არა რუსეთში, არამედ ლას ვეგასში გაიმართება.

“არა, ეს არ მოხდება რუსეთში, რადგან ბრძოლა ლას ვეგასში უნდა შედგეს” – ადასტურებს უაითი.

თავის მხრივ, ხაბიბის მხარეც ადასტურებს, რომ ჩხუბამდე თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. ბრძოლის გამართვის თარიღი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ირლანდიელი ბოლოს ოქტაგონზე 2016 წელს იმყოფებოდა, როცა ედი ალვარესი დაამარცხა.