ლორისის 100

301

პერუს წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი საფრანგეთის ნაკრების გოლკიპერ და კაპიტან უგო ლორისისთვის საიუბილეო, მე–100 გახლდათ.

“სამფეროვნების” რიგებში 100 შეხვედრაზე მეტი ლილიან ტიურამს (142), ტიერი ანრის (123), მარსელ დესაის (116), ზინედინ ზიდანს (108), პატრიკ ვიეირას (107) და ნაკრების ამჟამინდელ თავკაც დიდიე დეშამს (103) აქვთ.

ლორისს შანსი აქვს, რომ დეშამს ამ მუნდიალზევე გადაუსწროს. “ტოტენჰემ ჰოთსპურის” კიპერის დებიუტი 2008 წლის 19 ნოემბერს ურუგვაისთან გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა.