რას გადაწყვეტს უეფა ,,ტორპედო” – ,,შერიფის” მატჩთან დაკავშირებით?

614

ჩვენი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას მეორე კატეგორიის მოთხოვნას აკმაყოფილებს, შესაძლოა შეხვედრა ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩატარდეს.

გარკვეული პერიოდის წინ სფფ-მ სტადიონის ინსპექტირება ჩაატარა და ხარვეზები აღმოაჩინა. სფფ-მ სტადიონის ხელმძღვანელობას პრობლემების გამოსწორება დაავალა, თუმცა სტადიონზე ჯერჯეობით არაფერი შეცვლილა.

კონკრეტულად მოსაგვარებელია კანალიზაციის პრობლემა, რომლის სუნიც გასახდელებში იგრძნობა. როგორც პერსონალის ასევე მაყურებლებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებში მოსაგვარებელია სანიტარული ნორმები. პრობლემებია განათების მხრივაც.

დღეის მდგომარეობით სტადიონი ქალაქ ქუთაისის მერიის ბალანსზეა, რომელსაც აღნიშნული პრობლემების გამოსწორება ევალება, თუმცა სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.

ამის გამო ყველაზე მეტად გუნდი დაზარალდება, რადგან ქუთაისელი გულშემატკივრების უმეტესობა თბილისში გამზავრებას ვერ შეძლებს.

საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის კომისარი მიიღებს, რომელმაც შესაძლოა შეხვედრის ჩატარება თბილისში მოითხოვოს.

წყარო: sportall.ge