სამაგალითო ჟესტი

814

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” შემტევმა ნახევარმცველმა ისკო ალარკონმა ირანთან გამარჯვება დავიდ დე ხეას ხელთათმანზე კოცნით აღნიშნა.

უკვე მეორე მატჩია, თანაგუნდელები “იუნაიტედის” გოლკიპერის გამხნევებაში არიან. პირველ ტურში დე ხეამ კრიშტიანუ რონალდუს დარტყმის შემდეგ უხეში შეცდომა დაუშვა. გუშინაც არც თუ ისე რთული ბურთი გაუშვა, თუმცა ის გოლი არ ჩაითვალა.

“ირანი დროს იყვანდა, ამისათვის კი ყველა ხრიკს მიმართეს, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ” – განაცხადა ისკომ.